გელა ბოლქვაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

15 Nov 2018 03:39

ბუქარესტში ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, 23 წლამდე მოჭიდავეთა შორის მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, დღეს ოქროს მედლის მფლობელი 82 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე გელა ბოლქვაძე გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში რუმინელი ოიოგსი დაამარცხა.

 

3:3 დასრულებულ შეხვედრაში, ბოლქვაძემ გამარჯვება საფინალო სირენამდე ნახევარი წუთით ადრე აღებული ორქულიანით მოიპოვა.

 

დღესვე, რამაზ ზოიძემ კარიერაში, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეოთხედ მოპოვება ვერ შეძლო, ფინალში ის მხოლოდ ერთი გაფრთხილებით,  თურქ ჩენგიზ არსლანთან დამარცხდა.


კომენტარები:

ფართი შოპი