"შეურაცხყოფა, ძალადობა, ქვეყნის სიყვარულში უსაფუძვლოდ ეჭვის შეტანა მიუღებელი და დამამცირებელია"- ლაშა ტალახაძე

15 Nov 2018 03:50

 მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე გულშემატკივრებს თანადგომისა და წარმატების გაზიარებისთვის მადლობას უხდის.


ამის შესახებ ლაშა ტალახაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.


თქვენი ყოველი კეთილი სიტყვა  მაძლიერებს და ჩემი საქართველოს წინაშე ვგრძნობ მეტ პასუხისმგებლობას. სიტყვას დიდი ძალა აქვს. მე ჩემ თავზე გამოვცადე კარგიც და მძიმედ მოსასმენი შეფასებებიც. სპორტში მეტოქის პატივისცემა მნიშვნელოვანია, ჩაგვრა მიუღებელია და ეს პრინციპებია, რითაც მე ვცხოვრობ.  შეურაცხყოფა, ძალადობა, ქვეყნის სიყვარულში უსაფუძვლოდ ეჭვის შეტანა მიუღებელი და დამამცირებელია. ყოველთვის ვიდგები სიკეთის და სიყვარულის მხარეს. ჩემთვის თქვენი სიყვარული ყველაზე დიდი ჯილდოა.  ჩემი ყოველი გამარჯვება გეძღვნებათ თქვენ და ჩემ საქართველოს”, – წერს ლაშა ტალახაძე.


კომენტარები:

ფართი შოპი