„სრულიად სალიბერასტეთი, სრულიად სოროსის სოროდან გამომძვრალი ქვეწარმავლები, სრულიად ნაცები-სააკაშვილისტები, სრულიად ბოკერიას ხვლიკები, გირჩები და ყველა მოღალატე-ქართველობის მტერი მობილიზებულია!"

04 Jul 2017 02:35

მოძრაობა "ეროვნულების" ლიდერი, სანდრო ბრეგაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის "პოსტს" აქვეყნებს:


სრულიად სალიბერასტეთი, სრულიად სოროსის სოროდან გამომძვრალი ქვეწარმავლები, სრულიად ნაცები-სააკაშვილისტები, სრულიად ბოკერიას ხვლიკები, გირჩები და ყველა მოღალატე-ქართველობის მტერი მობილიზებულია, რომ 14 ივლისს 20 საათზე აღმაშენებლის გამზირზე ქართველთა მარში არ ჩატარდეს!!! ამდენი ნაძირალა-ავაზაკი-მოღალატის გაერთიანება ჩვენს წინააღმდეგ კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და ქართველთა მარში ბოლოს მოუღებს ქართველთა მტრების პარპაშს!!! 


ქართველთა მოძულეებს ეშინიათ და მინდა გითხრათ, რომ მართებულია მათი შიში, მოახლოვდა ის დღე როდესაც ერი გამოიღვიძებს, ვულკანივით იფეთქებს და წალეკავს საქართველოს დაქცევის მსურველებს!!! დიდი, ძალიან დიდი ძალები და ფინანსებია მობილიზებული ქართველთა მარშის წინააღმდეგ. აღმაშენებლის გამზირზე მოსულებმა ყველამ დიდი დავითის დიდგორზე ნათქვამი სიტყვები უნდა გაიხსენოს---”ისინი ეტლებითა და ჰუნებითა, ხოლო ჩუენ სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაითა აღვსდეგით და აღვემართენით“!---ძლევაი საკვიირველი წინაა!!! უფალი გფარავდეთ!!!“ - წერს სანდრო ბრეგაძე.


კომენტარები:

ფართი შოპი