კონკურს ,, ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

16 Nov 2018 00:13

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ინიციატივით, „თიბისი“ ბანკის ცენტრალური ოფისის საგამოფენო დარბაზში მოსწავლე-გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“  მონაწილეთა ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა, სადაც  გრანპრის, პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები გამოვლინდნენ.


გრანპრით დაჯილდოებული პროექტის ავტორი შემეცნებითი ტურით საზღვარგარეთ გაემგზავრება. რაც შეეხებსა პირველ ადგილზე გასული პროექტის ავტორს - 5000, მეორე ადგილზე გასული - 3000, ხოლო მესამე ადგილზე გასული პროექტის ავტორი - 2000 ლარით დაჯილდოვდება.


ხაზგასასმელია, რომ საკონკურსო კომისიის მიერ გამოვლენილი გამარჯვებული პროექტების ავტორები  საქართველოს სახელით ამერიკის შეერთებულ შტატებში  ინტელის საერთაშორისო სამეცნიერო-საინჟინრო გამოფენაზე-Intel ISEF მიიღებენ მონაწილეობას.


მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი - „ლეონარდო და ვინჩი“  2010 წლიდან ყოველწლიურად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საქმიანობის ფარგლებში ცხადდება.


კონკურსში საჯარო და კერძო სკოლების VIII-XII კლასის მოსწავლეები როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად მონაწილეობენ და მიზანს მეცნიერების პოპულარიზაცია, სამეცნიერო სფეროში ახალგაზრდა კადრების მოზიდვა, სამეცნიერო მიმართულებებით მოზარდების ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან დაინტერესება წარმოადგენს. 


კონკურსი ღია და თანასწორი კონკურენციის პირობებში გამოავლენს და წაახალისებს გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდებს, სტიმულს მისცემს მათი შემოქმედებითი აზროვნების, კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას.


კომენტარები:

ფართი შოპი