მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა გიორგი მამაცაშვილმა ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურსა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა:
"სამწუხაროდ, ისევ იმავე წრეზე გვიწევს სიარული, ისევ იმავე ხალხისგან ვისმენთ მორალს, რომელიც ყბადაღებული 9 წელი კი არა, გაცილებით მეტ ხანს კითხულობდა მორალს ტელევიზიით, რადიოთი თუ სახელისუფლებო ტრიბუნიდან. ზოგი მათგანი მანამდე დეპუტატი იყო, ზოგი – საკრებულოს წევრი. ის ცნობილი გიჟი სააკაშვილი საკრებულოს ხელმძღვანელიც იყო ერთი პერიოდი. ასე რომ, აქ საუბარი არ არის 9 წელზე. აქ საუბარია ზოგადად მიდგომებსა და მენტალიტეტზე. დღეს ჩვენ არჩევანს ვაკეთებთ წარსულსა და მომავალს შორის და არა ვაშაძესა და ზურაბიშვილს შორის. თუმცა, დავაკონკრეტოთ, ვაშაძე, სააკაშვილი, ბოკერია, იგივე რეჟიმი არის ის უბედური წარსული, რომელმაც გააუბედურა მთლიანად ქვეყანა, გადააგვარა თაობების მენტალიტეტი და მისი არჩევა, ვფიქრობ, იქნება არა თითოეული ჩვენგანის შეცდომა, არამედ დანაშაული"- განაცხადა გიორგი მამაცაშვილმა.