პოლონეთის დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება

16 Nov 2018 04:51

18 ნოემბერს 16:30 საათზე პოლონეთის საელჩოს პატრონაჟით საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში პოლონეთის დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. მოწვეულ სტუმრებთან ერთად კონცერტს ოფიციალურად გახსნისპოლონეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი.

 

კლასიკური მუსიკის კონცერტზე, რომელიც  პოლონეთის რესპუბლიკის სენატის თანადაფინანსებით გაიმართება, მონაწილეობას მიიღებენ როგორცპოლონელი, ასევე ქართველი მუსიკოს-შემსრულებლები: ლელა მჭედლიძე (ვიოლინო), ნინო ჟვანია (ფორტეპიანო), იოანა აიერსი (ვოკალი), კამილ ურბანსკი(ფორტეპიანო), გიორგი შავერზაშვილი (ფორტეპიანო), ვილი გრიგორიანი (ვოკალი), პოლონიის გუნდი ნანა კალანდაძის ხელმძღვანელობით (კომპოზიტორი, დირიჟორი, არანჟირების ავტორი), პოლონური სკოლის მოცეკვავეთა და ვოკალისტების ანსამბლი „არწივის მართვეები”, ტრიო „ბრავო”.

 

სპეციალურად ამ კონცერტისთვის თბილისში ჩამოვიდა  ცნობილი პოლონელი  კომპოზიტორი,  დირიჟორი და  არანჟირების ავტორი კამილ ურბანსკი, რომელიც  ვარშავის ჯაზ პიანისტების ფესტივალის მთავარი ჯილდოსა და ჯაზის ბიელსკა ზადიმკას გრან პრის მფლობელია. მას თავისი ალბომისთვის „ინტერპლეი ჯაზ დუო“  გადაეცა პოლონეთის ფონოგრაფიის ინდუსტრიის პრესტიჟული ჯილდო - ფრედერიკ 2013.  მისი კონცერტები გაიმართა როგორც პოლონეთში, ასევე აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში,  ჩეხეთში, სლოვაკეთში, ბელგიაში, დანიაში, შვედეთში, ნორვეგიაში, დომინიკის რესპუბლიკაში, ვენესუელაში და მრავალ სხვა ქვეყანაში.

 

კონცერტის თემატური პროგრამა მოიცავს  XIX საუკუნის 80-იან წლებში თბილისში მოღვაწე პოლონელი კომპოზიტორისა და ვირტუოზი მევიოლინესკონსტანტინე გორსკის მივიწყებული ნაწარმოებების პრემიერას და ასევე პოლონური პატრიოტული სიმღერების შესრულებას.   


კონცერტის ფარგლებში მუსიკალური კონკურსის „კონსტანტინე გორსკის კვალდაკვალ” გამარჯვებულებს გამოავლენენ და მათ პოლონეთისრესპუბლიკის სენატის კანცელარიის, პოლონიის ბიუროს დირექტორის სპეციალურ ჯილდოების გადასცემენ.


კონცერტის ორგანიზატორები: საქართველოს კულტურულ-საგანმანეთლებლო კავშირი „პოლონია”, შემოქმედთა აქტიური კრეატიული ასოციაცია „ტაკ!”, წმინდა იადვიგას სახ. პოლონური სკოლა.  


ოფიციალური პარტნიორები: ქალაქ კრაკოვის მერია, ლოტ პოლონეთის ავიახაზები, სასტუმრო ჰილტონ ბათუმი, წინანდლის მამული.  


 
ინფორმაცია ფეისბუქ-გვერდზე:  https://www.facebook.com/events/184974555760446/

მისამართი:  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი, გუდიაშვილის ქ. N 7.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ: 

კონცერტის PR-მენეჯერს 

მზეხა მახარაძეს 593 59 28 72 mzekhamakharadze@gmail.com




კომენტარები:

ფართი შოპი