განათლების სამინისტრო საჯარო სკოლებს რეკომენდაციით მიმართავს, ცივი ამინდებიდან გამომდინარე, დროულად უზრუნველყონ სკოლის შენობის გათბობა

17 Nov 2018 01:38

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომლის მეშვეობითაც უწყება საჯარო სკოლებს მიმართავს.


"ხარისხიანი განათლების და საგაკვეთილო პროცესის შეუფერხებლად და სრულყოფილად წარმართვისთვის, სკოლაში შესაბამისი გარემოს არსებობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. 


შესაბამისად, სამინისტრო, კიდევ ერთხელ რეკომენდაციით მიმართავს საჯარო სკოლებს, ცივი ამინდებიდან გამომდინარე,  დროულად  უზრუნველყონ სკოლის შენობის გათბობა, რათა მოსწავლეებს გაკვეთილებზე დასწრების და მეცადინეობის შესაძლებლობა შეუფერხელბლად მიეცეთ",- ნათქვამია განცხადებაში.


კომენტარები:

ფართი შოპი