ირაკლი ხმალაძე: 2019 წლის ბიუჯეტში გამოყოფილი თანხა გათვალისწინებულია არა წარმომადგენლობითი ხარჯისთვის, არამედ MAN-ის ავტობუსების შესყიდვის მიზნით აღებული სესხის ძირის დასაფარად

17 Nov 2018 01:46

დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტში წარმომადგენლობითი ხარჯები არ გაზრდილა. ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, გაზრდილია წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება და არა წარმომადგენლობითი ხარჯი.


გაზრდილია წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება, ვინაიდან  2019 წლიდან დგება MAN-ის ავტობუსების შესყიდვის მიზნით აღებული სესხის ძირი თანხის გადახდის ვალდებულება, შესაბამისად, სწორედ ამისთვის არის გათვალისწინებული 2019 წლის ბიუჯეტში“, - განაცხადა დედაქალაქის ვიცე-მერმა.


კომენტარები:

ფართი შოპი