"სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბათუ კოპალიანი, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის "პოსტს" აქვეყნებს:
„ერთხელ შევესწარი მაშველების და მეხანძრეების მუშაობას ძველ თბილისში, ხანძრისას. ვნახე როგორ შედიოდნენ ბიჭები პირჯვრისწერით სახლში, რომელიც აგერ-აგერ უნდა ჩამონგრეულიყო, ისეთ ადგილას სადაც ვერასოდეს გავბედავდი შესვლას. ვისაც რა პოლიტიკური მიზნები გაქვთ, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ. ქართული ოცნება, ბიძინა, კალაძე, ყველა გაუძლებს იმ დეგენერატულ ბრალდებებს რასაც 10 წუთით ტელევიზორში გამოჩენის სურვილის მქონე ოპონენტები დასწამებენ, მაგრამ თქვენთვისვე სჯობს რომ ეს ყველაფერი ისე ჩამოაყალიბოთ, რომ მართლა გმირ მეხანძრეებს და მაშველებს ის არ დააბრალოთ ვიღაცამ დაავალა და ხანძარს არ აქრობენო. მითუმეტეს ამას მერობის კანდიდატი რომ აცხადებ, აი მაგ მაშველების და მეხანძრეების უფროსი რომ უნდა გახდე.“ - წერს ბათუ კოპალიანი.