ლაბორატორიის სპეციალისტმა გერმანიაში საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

17 Nov 2018 03:03

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ლაბორატორიის სპეციალისტმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში. სამედიცინო ბიოდაცვის მე -16 კონფერენცია ქალაქ მიუნჰენში, გერმანიაში ჩატარდა. 


კონფერენციის მიზანია სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების შეკრება და ბიოდაცვის საკითხებში საუკეთესო გამოცდილების გაზიარება. კონფერენციაზე განხილული იყო “ვექტორებით გადამტანი დაავადებების”, “ბიოლოგიური ტოქსინების”, “ანტივირუსების, ანტიბიოტიკების და ვაქცინაციის საკითხები”, ასევე, “თანამედროვე დიაგნოსტიკისა და მისი გამოსახულებების” ნაირსახეობები.


ლაბორატორიის სპეციალისტმა, ბიოუსაფრთხოების ოფიცერმა წარადგინა პოსტერ-პრეზენტაცია თემით: “ ლაბორატორიული  ნარჩენების მართვა  ახალი რეგულაციების გათვალისწინებით სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ქსელში”. ახალი რეგულაცია ლაბორატორიაში მიმდინარე წელს დაინერგა და წარმოადგენს  ნარჩენების მართვის გამარტივებულ და მოქნილ სისტემას.


კომენტარები:

ფართი შოპი