“გასულ პარასკევს ვიყავი ლონდონში, როდესაც მუქარა მივიღე ჩემს სოციალურ ქსელში, შემდეგ გავიგე, რომ იგივემუქარა მიიღეს ჩემმა დამ და დედამ. პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად ალბათ ყველა, ვისაც ჰყავს და, დედა, დამეთანხმება, რომ ესსრულიად მიუღებელია. ეს არაკანონიერთან ერთად არაქართული ქმედებაა. იმ მომენტში გადავწყვიტე, რომ საქართველოში წამოვსულიყავი,ასე შორიდან ვეღარ ვუყურებდი რა ხდებოდა ამ ქვეყანაში."- ეს განცხადება პრეზიდენტობის კანდიდატის ვაჟმა, თეიმურაზ გორჯესტანმა გააკეთა.
"გადავწყვიტე დამეცვა დედაჩემი არამარტო მუქარისგან, არამედ საერთოსიცრუისგან, რაც მიმდინარეობს ამ ორი თვის მანძილზე სრული სიცრუეა და ამაზე ვეღარ გავჩუმდები. როგორ ბედავენ, დედაჩემი სალომეზურაბიშვილი არის ოჯახიდან, რომელიც წითელი არმიის გამო ემიგრაციაში მოხვდა. ეს არის ქალი, რომელიც 80-იან წლებში საფრანგეთისდიპლომატიაში იყო, იბრძოდა თავისუფლებისთვის. როცა სხვა კანდიდატი საბჭოთა კავშირში იყო, ხოლო სალომე ზურაბიშვილმა მოახერხა ამქვეყნიდან რუსული ჯარის გაყვანა. სრულიად არ მეგონა. დასაწყისში არ მინდოდა ამ კამპანიაში ჩართვა, რადგან მეგონა, რომ ევროპულისტილის კამპანია უნდა ყოფილიყო ქვეყანაში, სადაც სხვადასხვა კანდიდატები სხვადასხვა პოზიციები უნდა ჰქონდეს. კამპანიის დასაწყისშივედაიწყო სიტყვა მოღალატით გაგრძელდა სრული სიცრუით. ესეთი რამ არ მინახავს არსად მსოფლიოში. ეს არ უნდა მოხდეს ევროპაში დაამერიკაში, ეს არ არის დემოკრატიული არჩევანი და არის ძველი სტილის, საბჭოთა კავშირის მეთოდები,ამის მიმდინარეები ჩამოიყვანესსაქართველოში და ებრძვიან ქალს, რომელიც არის თავისუფალი, ევროპელი და ამავდროულად საქართველოს პატრიოტი, ეს არის სალომეზურაბიშვილი. მე, ამას არ ვამბობს როგორც შვილი, ვამბობ როგორც ევროპელი და როგორც ქართველი“.-განაცხადა თეიმურაზ გორჯესტანმა.