"გიგი უგულავას, სევდია უგრეხელიძის, და აბესაძე-ნინიძე-პეტრიაშვილი-ხიზანიშვილის ხელფასი, პრემია და დანამატი 2013 წელს, ქალაქს 300 061 ლარი დაუჯდა"

04 Jul 2017 03:25

"სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბათუ კოპალიანი, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის "პოსტს" აქვეყნებს:


"არამიზნობრივი ხარჯვის წინააღმდეგ ყველაზე ხშირად პარტია ,,ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები ილაშქრებენ. გასაკვირი არც არაფერია, პარტიაში უამრავი ისეთი ადამიანია, ვინც კარგად უნდა იცოდეს სად უნდა ეძებოს არამიზნობრივი ხარჯვის გამომხატველი მონაცემები, ვინაიდან თავად ამის კეთების მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. 


გიგი უგულავასა და ირაკლი აბესაძის მიერ 2013 წელს აღებულმა პრემია, ხელფასმა და დანამატმა შეადგინა 92793.5 ლარი. აქედან ფილოსოფოსის მონაგარმა შეადგინა - 41 473.5 ლარი, საიდანაც ხელფასის სახით გაიცა - 14 888, დანამატი - 20 225.5, პრემია - 6 360. ალბათ მერიაში გაითვალისწინეს რომ გიგის ,,გულაობაში" სტრიპტიზკლუბ ,,დივას" ძველი თბილისის განვითარების ფონდის ბიუჯეტიდან მაინც ერიცხებოდა ფული და მეტი საჭირო აღარ იყო. სამაგიეროდ მერის იმჟამინდელმა მოადგილემ, ირაკლი აბესაძემ დანამატის სახით - 20 520 ლარი, ხოლო პრემიად - 14000 ლარი მიიღო. ჯამში ირაკლი აბესაძის ღვაწლი, 2013 წელს, ქალაქმა 51 320 ლარად შეაფასა.


მთლიანობაში, გიგი უგულავას, ვიცე მერი - სევდია უგრეხელიძის, და მერის მოადგილეების (აბესაძე, ნინიძე, პეტრიაშვილი, ხიზანიშვილი) ხელფასი, პრემია და დანამატი 2013 წელს, ქალაქს 300 061 ლარი დაუჯდა, რაც დავით ნარმანიას, ვიცე-მერის და მერის მოადგილეების ხელფას, პრემიასა და დანამატზე 98 073 ლარით მეტი შეადგინა.


მაშ რატომ უნდა აირჩიოს ელენე ხოშტარია და მისი გუნდი თბილისის მოსახლეობამ, როდესაც მათი არყოფნა თბილისის სათავეში 98 073 ლარს უზოგავს ქალაქს?


პ.ს. ნიკა მელიას ხელფასმა, პრემიამ და დანამატმა 2013 წელს 44 500 ლარი შეადგინა."-წერს კოპალიანი.


კომენტარები:

ფართი შოპი