მე მადლობა ვუთხარი, როგორც ხუმრობა, ხუმრობის უფლება აღარ მაქვს, რადგან პრეზიდენტობის კანდიდატი ვარ? - ამისშესახებ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა პიანისტ ხატია ბუნიათიშვილის დოკუმენტური ფილმის პოსტერთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ეს მხოლოდ ხუმრობა იყო.
"თვითონ გამოაკრა 48, ძალიან კარგად ვიცი ვისი მომხრეა და ვისი - არა. ამავე დროს გერმანულადაც ვკითხულობ. მე მადლობა ვუთხარი,როგორც ხუმრობა, მე თვითონ. ხუმრობის უფლება აღარ მაქვს, რადგან პრეზიდენტობის კანდიდატი ვარ?" - განაცხადა ზურაბიშვილმა.