შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა "დაბრუნების ერთობლივი ოპერაციების დროსესკორტირების საკითხებზე" სპეციალური მომზადება გაიარეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ტრენინგი ევროპის საზღვრისა და სანაპირო დაცვის სააგენტოს (FRONTEX) მხარდაჭერით ჩატარდა, რომელსაც ევროპელი და ადგილობრივი კვალიფიციური ტრენერები უძღვებოდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის ოცმა თანამშრომელმა ხუთი დღის განმავლობაში თეორიულსწავლებასთან ერთად პრაქტიკული კურსიც გაიარა.
თეორიული კურსის დროს ტრენინგზე სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება ესკორტირების დაგეგმვის და განხორციელებისსტანდარტების კუთხით განიხილეს, ასევე, მიმოიხილეს დაბრუნების ერთობლივი ოპერაციების დროს ესკორტირებისასწარმოქმნილი კრიზისული სიტუაციების მართვის საკითხები, უსაფრთხოების შემოწმება, იძულებითი ღონისძიების გამოყენებისმეთოდები, ფრენის ეკიპაჟთან კომუნიკაცია, სამართლებრივი ასპექტები და სხვა მნიშვნელოვანი თემები.
ტრენინგის პრაქტიკული ნაწილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ღია ტერიტორიაზე ჩატარდა.
სწავლების დასასრულს ტრენინგის ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა.