თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, რევაზ სოხაძის ინიციატივით, კამპანია „გაამწვანე ვარკეთილი“ გრძელდება. კამპანიის ფარგლებში, დღეს ვარკეთილი 3-ის მეორე და მესამე მიკრო რაიონებში 350 კედრის ხე დაირგო.
როგორც სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რევაზ სოხაძემ განაცხადა, დღევანდელი გამწვანების აქცია „ბაზისბანკისა“ და სანერგე მეურნეობა „საქართველოს ნერგები“-ს მხარდაჭერით გაიმართა. რევაზ სოხაძის თქმით, მსგავსი სახის აქციები ვარკეთილში მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.