"თუ უიმედო სესხებზე აპირებთ ამნისტის გამოცხადებას, 2020 -მდე კი არა, 28 ნოემბრამდეც ვერ მიხვალთ"- კონსტანტინე მორგოშა ხელისუფლებას

19 Nov 2018 03:43

„ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი, კონსტანტინე მორგოშია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს:


"არ ვიცი, ხვალ რა განცხადებების გაკეთებას აპირებს პრემიერ მინისტრი, მაგრამ რადგან ხალხის დიდი ნაწილიამ განცხადებას ელოდება, ამიტომ ჩემს აზრს ვიტყვი, როგორც ამ ქვეყნის გულშემატკივარი და არა, როგორც ვინმეს მტერი ან სეირის მაყურებელი. 


თუ ხვალ იმ სესხებზე აპირებთ ამნისტიის გამოცხადებას, რომლებიც ისედაც უზრუნველყოფის გარეშეა და ბანკებმა წლების მანძილზე, აღსრულების წესით ვერ ამოიღეს, ამ ვერამოღებულ სესხებზე მათ რეზერვის და იურიდიული მომსახურეობის დიდი ხარჯები აქვთ, ისედაც უიმედო სესხების კლასიფიკაციაშია და მათთვის ხარჯის მეტი არაფერია, მაშინ გულწრფელად გირჩევთ - ამ თემას საერთოდ არშეეხოთ, იმაზე უარესს მიიღებთ ხალხისგან, ვიდრე ყველაზე ცუდ სიზმარშიც წარმოგიდგენიათ. 


2020 -მდეკი არა, 28 ნოემბრამდეც ვერ მიხვალთ. ხალხი ლომბარდებმა, მევახშეებმა და საკრედიტო ორგანიზაციებმა დაღუპეს და გაანადგურეს, სადაც წლიური პროცენტი 24%-დან 48% მდე მერყეობს. პრობლემური სესხების 80% პროცენტი სწორედ რომ მათზე მოდის, ამიტომ ნაცების მახეში არ გაებათ ან უარეს შემთხვევაში, არც თავი მოიტყუოთ და არც ხალხი. თუ ყველაფერი სწორად გაანალიზეთ და ჩემი სიფრთხილე არ გამართლდა, მაშინ პირველი თქვენზე მადლობის მთქმელი მე ვიქნები“ - წერს კონსტანტინე მორგოშია.

 


კომენტარები:

ფართი შოპი