"საჭესთან ზომაზე მეტად ნასვამი ვიჯექი, ნამდვილად არ იყო სასიამოვნო საყურებელი"- ლაშა ნაცვლიშვილი

19 Nov 2018 05:53

ყოფილი მთავარი პროკურორი ლაშა ნაცვლიშვილი  P.S-ში გასულ სიუჟეტს ეხმაურება:


1. ფაქტია, რომ საჭესთან ზომაზე მეტად ნასვამი ვიჯექი, კანონი დავარღვიე და ამის გამო გულწრფელად ბოდიში მინდა მოვუხადო ყველას, ვინც კადრები იხილა. პირველ რიგში, ჩემს ოჯახს - ნამდვილად არ იყო სასიამოვნო საყურებელი.


2. წინააღმდეგობა პოლიციისთვის არ გამიწევია, ღმერთმა დამიფაროს, ასეთი რამ არასდროს მიკადრია, არააა ეს ჩემთვის ჩვეული! უფრო მეტიც, საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა შინ მიმაცილა და ყველაფერი მშვიდობით დასრულდა.


3. გვარამიას და მის უფროსს, სააკაშვილს მინდა მივმართო: ყველასთვის ცნობილია, რომ ორივე დიპლომირებული, მოქმედი და კარიერული ნარკომანი ხართ. ძალიან კი ცდილობთ თქვენს რიგში დამაყენოთ, მაგრამ არ გამოგდით. ქართული სუფრისადმი ჩემი სიყვარულის მოდელირება ძნელიც არის და შეუძლებელიც.“- 
წერს ნაცვლიშვილი.



საპატრულო პოლიციის სამხრე კამერით გადაღებულ ვიდეომასალაში ყოფილი მთავარი პროკურორი ლაშა ნაცვლიშვილი ჩანს. კადრებში კარგად ჩანს, რომ ის არაფხილზე მდგომარეობაში მართავს მანქანას. როგორც რუსთავი 2-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტში იყო ნათქვამი -  ის ან ნარკოტიკული ან ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფება.


როგორც სიუჟეტიდან ირკვევა, ჩანაწერი 2017 წლის ივლისშია ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე  გაკეთებული. პატრულის საუბრიდან ირკვევა, რომ პოლიცია დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა ლაშა ნაცვლიშვილის გაჩერებას, რომელმაც საავარიო სიტუაცია რამდენჯერმე შექმნა. შექმნა, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა სახიფათოდ მოძრავი მანქანა პირველად ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნა და მძღოლს გაჩერებისკენ მოუწოდა, მაგრამ დაუმორჩილებლობის შემდეგ პატრული იძულებული გახდა შავ მერსედესს დადევნებოდა


P.S.-ის წყაროს ინფორმაციით, როდესაც პოლიციელმა ხელმძღვანელობას მიაწოდა ინფორმაცია ამ ფაქტის შესახებ, მას მისცეს ბრძანება, რომ სასწრაფოდ გაეთავისუფლებინა ლაშა ნაცვლიშვილი და არც კი ეფიქრა მის ხელმეორედ გაჩერებაზე ან, მითუმეტეს, დაჯარიმებაზე.


კომენტარები:

ფართი შოპი