შს სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, ლაშა ნაცვლიშვილის მიერ, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის საქმეზე მოკვლევა დაიწყო

19 Nov 2018 18:31

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ,  ერთ-ერთ მედია საშუალებაში გუშინ გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელიც მოქალაქის მიერ 2017 წლის ივლისში, სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვას ეხება, სიუჟეტის გასვლისთანავე დაიწყო სამსახურებრივი მოკვლევა.


შემოწმების ფარგლებში, დადასტურების შემთხვევაში, დადგება შესაძლო სამართალდარღვევის ჩამდენი ყველა პირის პასუხისმგებლობის საკითხი. შედეგების შესახებ საზოგადოებას უმოკლეს ვადებში ეცნობება.



საპატრულო პოლიციის სამხრე კამერით გადაღებულ ვიდეომასალაში ყოფილი მთავარი პროკურორი ლაშა ნაცვლიშვილი ჩანს. კადრებში კარგად ჩანს, რომ ის არაფხილზე მდგომარეობაში მართავს მანქანას. როგორც რუსთავი 2-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტში იყო ნათქვამი -  ის ან ნარკოტიკული ან ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფება.


როგორც სიუჟეტიდან ირკვევა, ჩანაწერი 2017 წლის ივლისშია ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე  გაკეთებული. პატრულის საუბრიდან ირკვევა, რომ პოლიცია დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა ლაშა ნაცვლიშვილის გაჩერებას, რომელმაც საავარიო სიტუაცია რამდენჯერმე შექმნა. შექმნა, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა სახიფათოდ მოძრავი მანქანა პირველად ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნა და მძღოლს გაჩერებისკენ მოუწოდა, მაგრამ დაუმორჩილებლობის შემდეგ პატრული იძულებული გახდა შავ მერსედესს დადევნებოდა


P.S.-ის წყაროს ინფორმაციით, როდესაც პოლიციელმა ხელმძღვანელობას მიაწოდა ინფორმაცია ამ ფაქტის შესახებ, მას მისცეს ბრძანება, რომ სასწრაფოდ გაეთავისუფლებინა ლაშა ნაცვლიშვილი და არც კი ეფიქრა მის ხელმეორედ გაჩერებაზე ან, მითუმეტეს, დაჯარიმებაზე.


კომენტარები:

ფართი შოპი