მაკა რაზმაძე: მთელი წელი ამ დღეების შიშით ვცხოვრობ... მას შემდეგ არც მიცხოვრია, არ გამოვიდა არაფერი- არც ღირდა...

04 Jul 2017 04:35

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე თავისი ძმის, 19 წლის გიორგი რაზმაძეს იხსენებს...


„ისევ მოვიდა ჩემთვის უმძიმესი თვე-3ივლისს დაიბადა, 6 ივლისს წავიდა...


ძალიან ცოტა ფოტო შემოგვრჩა მისი....სულ 19 წელი იცოცხლა.


წავიდა და მას შემდეგ ყოველ წელს ისევ და ისევ ცხრამეტის ხდება.


მთელი წელი ამ დღეების შიშით ვცხოვრობ და როცა 3-6 ივლისი მოდის, ვერაფერს ვცვლი, ვერაფერს ვამბობ ისე, როგორც მინდა...


დღეს გიორგი ისევ 19 წლის გახდა. ისევ წავა,ისევ გაიპარება აფხაზეთში და 6 ივლისს ისევ ვეღარ დაბრუნდება... ისევ მასთანაა და სულ მასთან დარჩება ჩემი გული....


ჩემი პატარა ძმა 1974 წლის 3 ივლისს დაიბადა და 1993 წელს 6 ივლისს აფხაზეთში დაიღუპა...


ამდენი წელი გავიდა და ვერ შევეგუე მაინც....მაინც მგონია,რომ აჯობებდა მე მოვმკვდარიყავი მაშინ. მე მომხვედროდა ის ტყვია-მას რომ მოხვდა... მას შემდეგ არც მიცხოვრია, არ გამოვიდა არაფერი-არც ღირდა...


მხოლოდ ერთის მჯერა,რომ ჩვენი ხმა,ჩვენი სითბო და სიყვარული აღწევს მათ გულებამდე და თითოეული აქ ნათქვამი მოსაგონარი სიტყვა იქ უნათებთ გზას სადაც არიან.....
მიყვარხარ,გიორგი... გილოცავ დაბადების დღეს!..."


კომენტარები:

ფართი შოპი