ალექსანდრე მოწერელია: "სახელმწიფო მზადაა დაზარალებულებს ყველა საჭირო დახმარება გაუწიოს"

20 Nov 2018 02:28

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში მდებარე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ოჯახის შვიდმა წევრმასხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა ზუგდიდისრეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობას პირადად გაეცნენ შინაგან საქმეთამინისტრი გიორგი გახარია და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი.


,,ექიმების შეფასებით, მძიმე დამწვრობა ოჯახის სამმა წევრმა მიიღო და მათ თბილისში გადაყვანას განიხილავენ. სახელმწიფომზადაა დაზარალებულებს ყველა საჭირო დახმარება გაუწიოს. სამწუხაროდ, ხანძრით დაზარალებულებს შორის არის ორი ბავშვიც.“ - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.


კომენტარები:

ფართი შოპი