აბასთუმანში, მარიოტის საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კლასის 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება

20 Nov 2018 04:57

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ინიციატივით, აბასთუმანში, მარიოტის საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კლასის Autograph Collection-ის 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება.


კომპლექსი სრულად იქნება აღჭურვილი უმაღლესი ხარისხისა და საერთაშორისო სტანდარტების ინფრასტრუქტურით. სასტუმროში განთავსებული იქნება 140 ნომერი, სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი, აუზი, რესტორანი, საკონფერენციო დარბაზი, ტერასა 360 გრადუსიანი ხედით და ა.შ.


პროექტის მშენებლობის ეტაპზე 300 ადამიანი დასაქმდება, ხოლო სასტუმროს გასხნის შემდეგ 250 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, სადაც ადგილობრივები დასაქმდებიან.


სასტუმრო პირველი დამსვენებლების მიღებას 2020 წლიდან შეძლებს. ეს პროექტი კი მნიშვნლეოვნად შეუწყობს ხელს აბასთუმნის ტურისტული პოტენციალის განვითარებას.


კომენტარები:

ფართი შოპი