19 ნოემბერს, სასტუმრო თბილისი რუმსში, ჭავჭავაძის ცენტრისა და მისი პირველი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

21 Nov 2018 01:33

ჭავჭავაძის ცენტრი ევროპული პოლიტიკური ფონდების ანალოგიით დაფუძნებული პირველი სამოქალაქო ორგანიზაციაა საქართველოში. ცენტრის მთავარ იდეას ქართული საზოგადოების ფუნდამენტური ტრანსფორმაცია წარმოადგენს, მოქალაქეობრივი განათლების, კრიტიკულიაზროვნების გავრცელებისა და მოქალაქეთა ინდივიდუალური პასუხისმგებლობის ზრდის ხელშეწყობით.  ამ ხედვის არსებითი შემადგენელი ნაწილია პოლიტიკური პროცესის რაციონალიზაცია და მათი წარმართვა პრინციპით „ქვემოდან ზემოთ“, როდესაც დღის წესრიგს ადგენს მოქალაქე და არა ხელისუფალი.  ჭავჭავაძის ცენტრის მიზანია, ასევე, ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტების განხორციელებით, ხელიშეუწყოს საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში მემარჯვენე-ცენტრისტული იდეების გავრცელებას.


აქვე გაიმართა ჭავჭავაძის ცენტრის მხარდაჭერით გამოცემული ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) კრებულის პრეზენტაცია, სახელწოდებით„ქართული თუ რუსული ოცნება? მხოლოდ ფაქტები“, რომელშიც მხოლოდ დოკუმენტური მასალაა თავმოყრილი: „ოცნების“ ლიდერთა პრორუსული რიტორიკა, 2008 წლის ომის დაწყება, პრორუსული ძალების ხელშეწყობა, ხელისუფლების დამოკიდებულება, ერთი მხრივ, რუსიჯაშუშების, ხოლო მეორე მხრივ, ქართველი სპეცრაზმელებისა და დაზვერვის ოფიცრების მიმართ. კრებული არ არის ამომწურავი, თუმცასაკმარის მასალას შეიცავს იმისთვის, რომ უკეთ დავინახოთ 2012 წლის შემდეგ წარმოებული რეალური პოლიტიკის კონტურები და დავსვათლოგიკური კითხვა - მართლაც ქართულია კი „ოცნება“?


ჭავჭავაძის ცენტრი მისმა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ნინო კალანდაძემ, წარადგინა. კრებული კი დამსწრე საზოგადოებას პროექტის ავტორმა, ზაზა ბიბილაშვილმა, გააცნო. პრეზენტაციას ესწრებოდნენ მედიის, სამოქალაქო სექტორისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, ასევე - საზოგადოების სხვა წარმომადგენლები. 



კომენტარები:

ფართი შოპი