Facebook-ი დამალავს თქვენი იმ მეგობრების პოსტებს, რომლებიც ძალიან ბევრს პოსტავენ

04 Jul 2017 13:41

Facebook-ი იწყებს იმ მომხარებელთა პოსტების დამალვას, რომლებიც სხვა მომხმარებელთა სიახლეების ზოლს სპამავენ, ძირითადად ვითომ სენსაციური და ცრუ ინფორმაციის შემცველი სტატიებით. 


როგორც განცხადებაში სოციალური მედიის გიგანტი აღნიშნავს, ამ სიახლის შედეგად, მომხმარებელთა სიახლეების ზოლში უნდა შემცირდეს დაბალი ხარისხხის ბმულები. 


Facebook-ის განცხადებით, მან ჩაატარა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ მომხმარებელთა მცირე ჯგუფი „ყოველდღიურად რუტინულად აზიარებდა დიდი ოდენობით საჯარო პოსტებს“, რაც ეფექტიანად სპამავდა ხალხის კედელს. 


როგორც კვლევამ აჩვენა, ის ხალხი, რომელიც დიდი ოდენობით საჯარო პოსტს აზიარებდა, ასევე აზიარებდნენ დაბალი ხარისხის კონტენტს. 


კვლევის შედეგად, როგორც Facebook-ი აღნიშნავს, მათ მოახდინეს ამ ანგარიშებიდან გაზიარებული პოსტების დეპრიორიტეტიზაცია. 


ახალი პოლიტიკა შეეხება მხოლოდ ინდივიდუალურ სტატიებს და გავლენას არ იქონიებს გვერდებზე, ვიდეოებზე, ფოტოებსა და ჩეკ-ინებზე. 


Facebook-ის განცხადებით, მათი მიზანია უფრო ინფორმაციული გახადონ მომხმარებელთა სიახლეების ზოლი. 


„სიახლეების ზოლის გაუმჯობესებისაკენ გადადგმული მსგავსი ნაბიჯებით, შესაძლებლობა გვეძლევა წარმოვაჩინოთ უფრო მეტი ამბავი, სადაც ხალხი ინფორმაციას იპოვის და შემცირდება პრობლემური ბმულების გავრცელება, რომლებიც შეიცავს — სენსაციონიზმსა და ცრუ ინფორმაციას“, — წერია Facebook-ის განცხადებაში.  


მომზადებულია The Independent-ის მიხედვით 


წყარო: http://1tv.ge


კომენტარები:

ფართი შოპი