„ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი, კონსტანტინე მორგოშია მმართველი პარტიის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს:
"ვუსმენდი თქვენს გამოსვლას ტელე იმედის ეთერში. ყველაფერი მოვისმინე და მართლა გაკვირვებული ვარ. თითქოს ამბობთ, რომ გაიგეთ ხალხის წყენის მიზეზი და ამ მიზეზებში უამრავი რამ ჩამოთვალეთ .... ბევრიც ან დაგავიწყდათ ან გამოგრჩათ და ამას კიდევ არაუშავს. ყველა თქვენი გამოსვლა მაქვს: მოსმენილი და იცით რას ვერ ვიგებ?! დავიჯერო ან თქვენ ვერ ხვდებით ან არავინ გყავთ მრჩეველი, რომ გირჩიოთ?! რა არის თქვენი და მართველი გუნდის ნომერ პირველი ამოცანა?! რადგან არცერთ გამოსვლაში არ გითქვამთ არც თქვენ და არცერთ, თქვენს ლიდერს არ დაცდენია სიტყვა მთავარზე.
რადგან ასეა მაშინ მე გეტყვით და მოდით აბა და ვინმე შემდავეთ. 9 წლის მანძილზე მართალი ბრძანდებით ნაციონალებმა უამრავი დანაშაული ჩაიდინეს. მოკლეს ბუტა რობაქიძე, სანდრო გირგვლიანი, ვაზაგაშვილები, გამცემლიძე, თეთრაძე ..... მოაწყვეს 7 ნოემბერი, 26 მაისი და ა.შ .... მაგრამ ეს მაინც არაა ის მთავარი დანაშაულები რაც მათ ჩაიდინეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ჩამონათვალიდან მხოლოდ ერთიც საკმარისია იმის დასტურად, რომ ისინი პირსისხლიან რეჟიმად გამოვაცხადოთ. არ დაგიწყებთ ისევ წარსულ შეცდომებზე აპელირებას და კოჰაბიტაციას და ათას სხვა გაუაზრებელ ნაბიჯს არ შეგახსენებთ. მაგრამ ..... 6 წლის მანძილზე დავიჯერო ვერავინ ის ვერ მოიფოქრეთ, რომ 2008 წლის ომის გამოძიება დაგეწყოთ?! ომის რომლის შედეგადაც დავკარგეთ კოდორი, ახალგორო და დამატებით კიდევ 140 სოფელი. ომი, რომელშიც გაირეცხა მილიარდობით შეჭმული ბიუჯეტის თანხები. ომი, რომელშიც დაგვეღუპნენ მეომრები და მოსახლეობა. ომი, რომლის შედეგადაც ქვეყანამ მიიღო დამატებით ასი ათასობით დევნილი, საკუთარ ქვეყანაში. ომი, რომლის ანარეკლზეც მოგვიკლეს ტატუნაშვილი, ოთხოზორია და სხვანი და სხვანი. ომი, რომის შედეგადაც ისევ მავთულხლართებს გივლებენ იმ კონტურზე, რაზეც მოალატე სააკაშვილმა მოაწერა ხელი.
ანუ ბ-ნ ბიძინა თქვენ გგონიათ, რომ სამართლიანი ქვეყანა აშენდება იქ, სადაც არავის არ გახსენებია საკუთარ ხალხზე მოწყობილი გენოციდის გამოძიება?! თუ ასე ფიქრობთ ეს იგივეა, რომ მშენებელმა სახლის შენება დაიწყოს ფუნდამნეტის გარეშე. ვის აინტერესებს, სააკაშვილმა სად რა პიჯაკი იყიდა და სად ვისითან ქონდა სექსი? ან ვის აინტერესებს მერაბიშვილს ის ორი გვამი რათ უნდოდა?! ან კეზერაშვილს რა ქონდა თავში და ა.შ .... ნაცების ჩადენილი და დაშავებული ყველაფერი მე-100-ე ხარისხოვანია, როცა თემა 2008 წლის ომს ეხება და მის კატასტროფულ შედეგებს. ყველაზე გაუგებარი კი ის არის, რომ ამ დროს თქვნც და მაგალითად ქ-ნ სალომე ზურაბიშვილმაც ზუსტად იცით, რომ 2008 წლის ომი სააკაშვილმა, ბოკერიამ, მერაბიშვილმა, ადეიშვილმა და მთელმა ნაცების შეფობამ ... რუსეთის სპეც. სამსახურებთან ერთად დაგეგმეს. მარტივად შეგიძლიათ ეს ხალხი გამჭირვალე გამოძიების ფარგლებში გაასამართლოთ და ყველას სამართლიანად უვადო პატიმრობა მიუსაჯოთ. მაგრამ ....
რატომღაც ეს არავის ან არ მოგფიქრებიათ ან არ გაძლევენ თქვენი ევროპელი ბოსები ამის საშიალებას. ან არ მინდა დავიჯერო და გარიგებაა ხალხის ზურგს უკან და თუ ესე ესეა ... არც ეგ დაიმალება და მერე დამნაშავე მარტო ნაცები არ იქნებიან დამიჯერეათ. თუ თქვენ მართლა გაიაზრეთ რატომ გაბრაზდა ხალხი და რატომ მიიღეთ პირველ ტურში, საერთო ამომრჩეველთა 18,5% .... მაშინ, როცა რეალურდ საკონსტიტუციო უმრავლესობით ხართ წაოდგენილი პარლამენტში. მაშინ ჩემი რჩევა იქნება არჩევნებამდე ქვეყნის ნომერ პირველ პრობლემასთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადება გააკეთოთ. გუნდათ ეს თუ არ გინდათ ეს გამოძიება მაინც ჩატარდება ან თქვენი მართველობის დროს ან თქვენს გარეშე. უბრალოდ მერე ნაცებს ის მოეკითხებათ რაც დააშავეს 2008 წელს და თქვენ კი ის მოგეკითხებათ, თუ რატომ არ გამოიძიეთ ის რაც ყველაზე პრიორიტეტული და საჭირო იყო. როგორც სამართლიანიბის აღდგენისთვის, ასევე მტრის და მოყვასის დასანახად. რანაერად უნდა განვითარდეს ქვეყანა იქ სადაც .... პარლამენტში სკამებზე ზიან ის ხალხი ვინც საკუთარ ხალხს გენოციდი მოუწყო.
პ.ს გარდა ბიძინა ივანიშვილისა და მართვრლი ძალისა, მართლა გამკვირვებია მთელი საზოგადოების და საპარლამენტო და არასაპრამენტო ოპოზიციის. 6 წელია ხან რა პრობლემის გადაჭრას ითხოვთ და ხან რას და .... რაც ყველაზე მთავარია იმას რატომ ივიწყებთ?!"- ნათქმავია ღია წერილში.