კონკურენციის პოლიტიკა და ფარმაცევტული სექტორი - საჯარო უწყებებისა და ბიზნესის წარმომადგენლებისათვის სემინარი ჩატარდა

21 Nov 2018 05:47

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ ნოდარ ხადურმა სემინარი გახსნა თემაზე - „კონკურენციის პოლიტიკა და ფარმაცევტული სექტორი“.შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ - ბიზნესომბუდსმენი, ირაკლი ლექვინაძე; საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის;  საქართველოს პარლამენტისჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,  ჯანმრთელობისა დასოციალური დაცვის სამინისტროს  წარმომადგენლები; ასევე ევროპული ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი საქართველოში, დევიდ ლი; რუმინეთისკონკურენციის საბჭოს წამყვანი ექსპერტი კონკურენციის დარგში, სორინ ლუნგუ;  რუმინეთის კონკურენციის საბჭოს კონკურენციის ინსპექტორი, დიანავარზარუ; ევროკავშირის პროექტის გუნდის ხელმძღვანელი/წამყვანი ექსპერტი სამართლებრივ საკითხებში, აურელიო ლა ტორე და სხვა მოწვეული სტუმრები.

 

სამუშაო შეხვედრის  მიზანია, საჯარო უწყებებს, ბიზნესის წარმომადგენლებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის ფარმაცევტულ სექტორშიკონკურენციის პოლიტიკის პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით კონსტრუქციული დისკუსიის გამართვა.  განხორციელებული შეხვედრების შედეგად,ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების თანამონაწილეობით,  შესაძლებელი გახდება ქართული ფარმაცევტული სექტორისთვის მიმართულებებისჩამოყალიბება, რაც ხელს შეუწყობს  კონკურენტული გარემოს გაუმჯობესებას და შესაბამის ბაზარზე პოზიტიური შედეგების დროულ ასახვას. რაც თავისმხრივ, კონკურენტული გარემოს გაუმჯობესებასა და მომხმარებელთათვის მეტი სარგებლის უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს. ასევე, კონკურენციისაღსრულებას ფარმაცევტულ სფეროში და კერძო სექტორის როლს აღნიშნულ პროცესში.

 

სახალხო დამცველის რეკომენდაციებზე დაყრდნობით, კონკურენციის სააგენტოს ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის გეგმის შემუშავება დაევალა. ამეტაპზე, მუშაობა აქტიურ ფაზაშია და  მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება უმნიშვნელოვანესიფაქტორია, რომლის მხრივაც, რუმინეთი ერთ-ერთ კარგ მაგალითს წარმოადგენს, სადაც სამართლიანი ბიზნეს გარემოს ფორმირებისა და მომხმარებელთათვისუკეთესი პირობების უზრუნველყოფის მიზნით,  ეფექტიანი ღონისძიებები გატარდა.

 

21-22 ნოემბერს დაგეგმილია სემინარები საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თანამშრომლებისათვის. სამუშაო შეხვედრები საქართველოს კონკურენციისსააგენტოს და ევროკავშირის პროექტის „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“ ორგანიზებით ხორციელდება.

 


კომენტარები:

ფართი შოპი