"სალომეს მამამ უარი არ თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე და არ მიიღო საფრანგეთის მოქალაქეობა”- ეს ფრაზა ჯერ გოგა ხაინდრავასგან გავიგონე პალიტრაში და ახლა ბიძინა ივანიშვილისგან იმედზე"

21 Nov 2018 05:51

საქართველოს პარლამენტის წევრი, ნატო ჩხეიძე, "ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:


“სალომეს მამამ უარი არ თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე და არ მიიღო საფრანგეთის მოქალაქეობა”- ეს ფრაზა ჯერ გოგა ხაინდრავასგან გავიგონე პალიტრაში და ახლა ბიძინა ივანიშვილისგან იმედზე.


სალომეს მამა, ( ფამილარობაში არ ჩამითვალოთ, მოსმენილი ფრაზის გავლენაა), ლევან ზურაბიშვილი 15 წლის იყო, როცა საქართველოდან წავიდა მისი დედ- მამ და თან წაყვანეს ემიგრაციაში.


სავარაუდოა, რომ 15 წლის ახალგაზრდა იურიდიულად საქართველოს მოქალაქეც არ იქნებოდა...


მას შემდეგ გარდაცვალებამდე ( მე-20 საუკუნის 70- იანი წლები) სულ საფრანგეთში ჯერ სწავლობდა მერე მუშაობდა.


და რა გამოდის? რომ ნახევარი საუკუნე ადამიანმა ისე იცოცხლა და იშრომა, რომ არც ერთი ქვეყნის მოქალაქე არ ყოფილა?


იმედია, ამ ნიუანსს დაგვიზუსტებენ, ალბათ ისეც ქართული ოცნებიდან..."


კომენტარები:

ფართი შოპი