ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი, ნატო ჩხეიძეს "ფეისბუქის" საკუთარი გვერდის მეშვვეობით მიმართავს:
'პარლამენტის წევრი და თანაც ქალბატონი, ემიგრაციაში წასულ ოჯახზე, ასე უნიჭოდ და უგერგილოდ რომ იღლიცინებს, ცოტა უხერხულია და თანაც სამარცხვინო.....
უხეშად რომ ვთქვათ, ამაზეა ნათქვამი - კუმ ფეხი გამოყოო... ცხოვრებაში, ამ ქალის ნორმალური კომენტარი, არავის მოუსმენია, მუდამ გაქვავებული სახით რომ დევს პარლამენტში და ახლა, ნეტა რა დაეტაკა?!... საინტერესოა, თავის ჭკუით, ახლა ბიძინას წაკბინა, თუ სალომე ზურაბიშვილის მამას, იმ ქვეყნად?... სირცხვილია, ნამდვილად, ასეთი დაბალი დონის თანადგომას რომ უცხადებს დეპუტატი ქალბატონი, ნაც-ჯალათებს!...
აბა ახლა, ვინც ეგ უსულგულო "მუმია ქალი" შეიყვანა პარლამენტში, ხომ არის ღირსი, კარგად ვუსაყვედუროთ და თანაც ვკითხოთ, რა ნიშნის მიხედვით და რა დამსახურებისთვის მოხვდა ეს ადამიანი პარლამენტში?... ისე, იმ დროისთვის. ემიგრაციაში მყოფი ქართველების ბინადრობისა და ლტოლვილის სტატუსით ცხოვრების, წესი და კანონი რომ კარგად გადაეკითხა ამ ქალბატონს, მაშინ ამ უნიჭოდ გადმონთხეულ ცინიზმში, თავადვე არ დაისვრებოდა... ეტყობა, ამით ვიღაცას ასიამოვნა "მუმია ქალბატონმა"...
ისე, ქალბატონო ნატო, მიშა სააკაშვილს რომ აქვს, სალომე ზურაბიშვილზე ბევრად უკეთესი გენეოლოგია და ქართულ მიწაში, ძალიან ღრმად რომ უდგას ფესვები, მის ჯიშსა და ჯილაგს, ესეც გეცოდინებათ თქვენ უეჭველი..☺️გულახდილად გეტყვით, ეს თქვენი სტატუსი გარდა იმისა, რომ სამარცხვინოა როგორც დეპუტატის პოზიცია, ასევე საცოდავ წამოკნავლებას ჰგავს, დიდი მარცხის წინ... ჩვენი ქვეყანა გაიმარჯვებს ეს ვიცი დაბეჯითებით და თქვენი მოლოდინი ჯალათების დაბრუნების შესახებ, მცდარია და დამარცხდება... შეეგუეთ ამას და უკაცრავად, მაგრამ სულელურ ბჟუტურს და არითმეტიკას, თავი დაანებეთ!"
ცნობისთვის:
საქართველოს პარლამენტის წევრი, ნატო ჩხეიძე, "ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:
“სალომეს მამამ უარი არ თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე და არ მიიღო საფრანგეთის მოქალაქეობა”- ეს ფრაზა ჯერ გოგა ხაინდრავასგან გავიგონე პალიტრაში და ახლა ბიძინა ივანიშვილისგან იმედზე.
სალომეს მამა, ( ფამილარობაში არ ჩამითვალოთ, მოსმენილი ფრაზის გავლენაა), ლევან ზურაბიშვილი 15 წლის იყო, როცა საქართველოდან წავიდა მისი დედ- მამ და თან წაყვანეს ემიგრაციაში.
სავარაუდოა, რომ 15 წლის ახალგაზრდა იურიდიულად საქართველოს მოქალაქეც არ იქნებოდა...
მას შემდეგ გარდაცვალებამდე ( მე-20 საუკუნის 70- იანი წლები) სულ საფრანგეთში ჯერ სწავლობდა მერე მუშაობდა.
და რა გამოდის? რომ ნახევარი საუკუნე ადამიანმა ისე იცოცხლა და იშრომა, რომ არც ერთი ქვეყნის მოქალაქე არ ყოფილა?
იმედია, ამ ნიუანსს დაგვიზუსტებენ, ალბათ ისეც ქართული ოცნებიდან..."