ასტროლოგის რჩევა - არ მისცეთ ხმა ზაალ უდუმაშვილს, არც ელენე ხოშტარიას, თავ-ბედს გაწყევლინებენ, შევარდნაძე მოგანატრებათ!

04 Jul 2017 16:30

ასტროლოგი თორნიკე ბიძინაშვილი საზოგადოებას რჩევას აძლევს:


"ასტროლოგიური პროგნოზის მიხედვით,  კახი კალაძე მერობის კანდიდატი და მომავალი მერია. ეს ზოგადი და ძალიან ზედაპირული პროგნოზია . საათები არაა სწორი ასე რომ ამის სიზუსტეში თავს ვერ დავდებ.


ზოგადად ასპექტებით ემთხვევა დადებით ფონს - ის გაიმარჯვებს მერობის არჩევნებში.


რჩევა ხალხს - არ მისცეთ ხმა ზაალ უდუმაშვილს, არც ელენე ხოშტარიას. იქნება პროვოკაციები, ქაოსი, შევარდნაძე მოგანატრებათ, იმუშავებენ იმაზე, რომ ხელოვნურად შექმნან პრობლემები და მერე ხელისუფლებას გადააბრალონ. თავ-ბედს გაწყევლინებენ დამიჯერეთ! 


და თუ გამიარჯვეს ელენე ხოშტარიამ და ზაალ უდუმაშვილმა, ესეც "ქართული ოცნების" დიდი დამსახურება იქნება, სხვა არავისი!


მე არ ვარ არც ერთი პარტიის წევრი. ტენდენციურობაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ ვამბობ იმას, რაც ხალხისთვისაა კარგი. 


ზაალ უდუმაშვილი მაშინ იქნება კარგი მერი, თუ ნაცმოძი მოვა უმრავლესობით და მიშა იქნება პრეზიდენტი, სხვა შემთხვევაში მისი მერობა იქნება მავნებლობა!"


კომენტარები:

ფართი შოპი