ირაკლი ზარქუა: „ოპოზიციის ბრალდებები აბსურდულია“

21 Nov 2018 19:24

„დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით  საკრებულოს უმრავლესობის რეკომენდაციები შეჯერდება და რეაგირებისთვის  თბილისის მერიას გადაეგზავნება“ - განცხადება ამის შესახებ თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ გააკეთა. მისი თქმით, უმრავლესობას აქვს სხვადასხვა სახის შენიშვნები, მათ შორის სოციალური და ინფრასტრუქტურული მიმართულებით დამატებითი სახსრების მობილიზების კუთხით. ირაკლი ზარქუამ იმედი გამოთქვა, რომ დედაქალაქის მერია აღნიშნულ შენიშვნებს გაითვალისწინებს და 2019 წლის ბიუჯეტის მეორადი პროექტი საკრებულოს ამ მიმართულებებით გაზრდილი დაუბრუნდება. 


მისივე თქმით, დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის თანახმად,  განათლების, სოციალური  სფეროს და ეკოლოგია-გამწვანების  დაფინანსება იზრდება. გარდა ამისა, როგორც ირაკლი ზარქუამ განმარტა, განათლების კუთხით გაზრდილი ბიუჯეტი  10 ახალი ბაღის მშენებლობას მოხმარდება. მოხდება 10 ხიდის რეაბილიტაცია და  მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება.


საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ოპოზიციის ბრალდებებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ოპოზიციას საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა აქვს  და მათი ბრალდებები აბსურდულია.


„ოპოზიცია ცდილობს მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოს  და საზოგადოებაზე მზრუნველის როლი მოირგოს, თუმცა მათ ეს არ გამოუვათ. ეს არის ღია კარის მტვრევა“ - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.


კომენტარები:

ფართი შოპი