"ქართული ოცნება", სენაკში, 2013-2018 წლებში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების სიას აქვეყნებს

22 Nov 2018 19:43

"ქართული ოცნება", სენაკში, 2013-2018 წლებში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების სიას აქვეყნებს:



• დაიგო 89.23 კმ გზა 

• აშენდა 5 და რეაბილიტირდა 1 ხიდი

• რეაბილიტირდა სენაკის რკინიგზის სადგური

• განხორციელდა წყალმომარაგების პროექტები ქალაქ სენაკსა და სოფელი ნოსირში


• რეაბილიტირდა 20 სკოლა

• უფასო ტრანსპორტით უზრუნველყოფილია 19 სკოლის 1028 მოსწავლე

• სკოლის მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან უფასო სახელმძღვანელოებით

• განხორციელდა შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტის სენაკის სასწავლო კორპუსის სრული რეაბილიტაცია. 

üუნივერსიტეტის სენაკის ბაზაზე აშენდა და აღიჭურვა მეცხოველეობის ფერმა

üმიმდინარეობს სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის მშენებლობა

• აშენდა 1 და სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 26 საბავშვო ბაღს


• შეიქმნა 5 ახალი საწარმო / გაფართოვდა 10 საწარმო 

• დაფინანსდა მიკრო და მცირე მეწარმეობის 60 პროექტი


• შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა 210-მა პირმა

• დაფინანსდა 10 ხეხილის ბაღის გაშენება

• შეიქმნა 14 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი

• აგროდაზღვევის ფარგლებში მოსავალი დააზღვია 175-მა პირმა. დაზღვეულ იქნა 345 136 ლარის მოსავალი

• აგროწარმოების ხელშეწყობის პროექტით დაფინანსდა 6 პირი

• პროექტ "მობილური ექსტენციის" ფარგლებში ფარგლებში 14 სოფელში 800-მდე ფერმერს გაეწია კონსულტაცია

• დასრულდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 4 სარეაბილიტაციო პროექტი



• ყველა მოქალაქისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის მიზნით ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა

• შესაძლებელი გახდა C ჰეპატიტით დაავადებული ყველა მოქალაქის უფასო მკურნალობა

• 30%-ით გაიზარდა სოფლის ექიმებისა და ექთნების ხელფასი 

• უშაფათში აშენდა ამბულატორია

• განახლდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი

• დაიწყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელთა ხელფასების მატება

• ყოველი მესამე და შემდეგი ბავშვის დაბადებისთვის დაწესებული ფულადი დახმარება მიიღო 379-მა ბავშვმა, გაიცა ჯამში 1 მლნ-მდე ლარი


• სახლი მიწის ნაკვეთით გადაეცა 165 დევნილ ოჯახს (პროგრამა „სოფლად სახლი“)

• საცხოვრებელი ფართი დაუკანონდა 263 დევნილ ოჯახს


• სენაკში გაზიფიცირდა 10 585 აბონენტი. 2020 წელს სამეგრელოს გაზიფიცირება მთლიანად დასრულდება


• განახლდა პოლიციის ავტოპარკი. განახლების პროცესი გრძელდება

• 

წლის ბოლომდე გაიხსნება იუსტიციის სახლი სენაკში

• გარემონტდა და კეთილმოეწყო საჯარო რეესტრის სენაკის ფილიალის შენობა


• მიმდინარეობს ნოქალაქევის არქეოლოგიური კომპლექსის სრული რეაბილიტაცია

• მიმდინარეობს სენაკის სახელმწიფო დრამატული თეატრის სრული რეაბილიტაცია

• რეაბილიტირდა სენაკის სამხატვრო გალერეა

• რეაბილიტირდა 19 მინი მოედანი


• სენაკის II ქვეით ბაზაზე გარემონტდა 15 საცხოვრებელი და 1 სასწავლო ყაზარმა, სასადილო და ფეხბურთის მოედანი


კომენტარები:

ფართი შოპი