პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ შეხვედრები გაგრძელდება ხვალაც საპარლამენტო და პოლიტიკურ ჯგუფებთან, სადაც დეტალურად განიხილავენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის საკონსტიტუციო რეფორმის საკითხებს.
„ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პასუხები იმ კითხვებთან დაკავშირებით, რომლებიც არსებობსძალიან წარმატებულ საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით და ამ ყველაფერზეგვექნება დეტალური საუბარი ჩვენ ევროპელ მეგობრებთან", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნას, პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით, კობახიძე მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო რეფორმა არის წარმატებული და მისი შეჩერება იქნება არასწორი.
„შეჩერება წარმატებული რეფორმის იქნება არასწორი. ეს არის წარმატებული რეფორმა, რომელიც ხორციელდება წარმატებით და რომელიც წარმატებით იქნება მიყვანილიბოლომდე შემოდგომაზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.