იუსტიციის მინისტრი: „ტერიტორიული სამსახურის თანამშრომელთა გადამზადების ეს ეტაპი 10 დეკემბერს დასრულდება და 10 დეკემბრიდან 10 იანვრამდე მომდევნო ეტაპი დაიწყება“

23 Nov 2018 05:00

თეა წულუკიანი „იუსტიციის სამინისტრომ, 50-ზე მეტი საზოგადოებრივი ცენტრი და არაერთი იუსტიციის სახლი ააშენა და გავხსენა ბოლო 5 წლისგანმავლობაში. შესაბამისად, ჩვენ გვინდა, ყველა ის თანამშრომელი, რომელიც მრავალი წელია, ტერიტორიულ სამსახურებში მუშაობს,  საჯარო რეესტრსა თუსამოქალაქო რეესტრში, შევინარჩუნოთ და მათ მუშაობა განაგრძონ საზოგადოებრივ ცენტრებსა და იუსტიციის სახლებში. ამიტომ იმ ადგილებში, სადაც უკვე2019 წელს  გაიხსნება  საზოგადოებრივი ცენტრები და იუსტიციის სახლები, ტერიტორიული სამსახურების თანამშრომლებს ვატრენინგებთ წინასწარ უკვემოქმედ საზოგადოებრივი ცენტრებსა ან იუსტიციის სახლებში. 

 

ამჟამადაც რამდენიმე ტერიტორიული სამსახურის ორი სხვადასხვა სსიპის (საჯარო რეესტრისა და სერვისების განვითარების სააგენტო) თანამშრომლებიიმყოფებიან საზოგადოებრივ ცენტრებში გადამზადებაზე 10 დეკემბრამდე. 10 დეკემბრიდან 10 იანვრამდე ახალი ტალღა გაემგზავრება ტრენინგზე და ესგაგრძელდება  იმდენი ხანი, რამდენიც საჭირო იქნება იმისთვის, რომ გადამზადდნენ და კვალიფიკაცია აიმაღლონ  უკვე არსებულმა, მრავალი წლისგამოცდილების მქონე კადრებმა, რომლებიც შეიძლება ჩემი წინამორბედების, სხვადასხვა მინისტრების დროს  მოვიდნენ სისტემაში“.


კომენტარები:

ფართი შოპი