ვახო გებიაშვილი: მიშას რიტორიკით რომ გველაპარაკებით, „ოცნების" სამკერდე ნიშნებით, სად იყავით მაშინ?!

04 Jul 2017 18:06

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, ვახო ბეგიაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„თურმე, სააკაშვილის რეჟიმის დროს უნდა ემსახურო რეჟიმს, რეჟიმის პირობებში მაღალანაზღაურებულ პრესტიჟულ სამსახურში უნდა გემუშავა, შეიცვლება ხელისუფლება მოვა „ქართული ოცნება" ხელისუფლებაში და გაიკეთე „ოცნების" სამკერდე ნიშანი და უფრო მაღალ თანამდებობაზე მოხვდები.

 

P.S. თან 2012 წელს კი არ უნდა გაიკეთო „ქართული ოცნების" სამკერდე ნიშანი, არამედ 2016 წლიდან. აცადე მაინც 4 წელი იქნებ სააკაშვილი დაბრუნდეს!

 

„ქართული ოცნება" რომ ფუძნდებოდა, მე და ჩემი მეუღლე ერთ-ერთი პირველები მივედით. ეს ხალხი დღეს რომ მიშას რიტორიკით გველაპარაკება „ოცნების" სამკერდე ნიშნებით, სად იყვნენ მაშინ?" - წერს ბეგიაშვილი.


კომენტარები:

ფართი შოპი