თბილისის მერიის განცხადებით, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, დღეს, 25 ნოემბერს, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე წერეთლის გამზირი, გიორგი ცაბაძის ქუჩიდან - დავით ბაქრაძის ქუჩამდე გადაიკეტება.
"სამონტაჟო სამუშაოები აღნიშნულ ტერიტორიაზე, იმავე საათებში, 26 ნოემბერსაც განხორციელდება. სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის."- ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.