5 ევროპული ქვეყანა, სადაც ბინადრობის უფლების ყიდვას შეძლებთ

04 Jul 2017 18:17

ბოლო პერიოდში არაევროპული ქვეყნების მოქალაქეები სულ უფრო აქტიურად ინტერესდებიან უძრავი ქონებით ევროპის ქვეყნებში. რა თქმა უნდა თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ საცხოვრებელი და შემდეგ დაუსრულებლად იზრუნოთ ვიზის მიღება/გაგრძელებაზე, მაგრამ არსებობს სხვა გზაც – მუდმივად და ლეგალურად იცხოვროთ ქვეყანაში. justFly.Ge გაერკვა ამ საკითხში და მოგიმზადათ დეტალური ინფორმაცია თემის გარშემო:


ბინადრობის უფლება არ იძლევა იმის გარანტიას, რომ შემდგში აუცილებლად მიიღებთ მოქალაქეობას. უფრო მეტიც, ბევრი ქვეყანა არც კი განიხილავს ბინადრობის უფლების მქონე პირებისთვის რაიმე სახის ლიბერალიზაციის საკითხს, ან ამისთვის საჭირო თანხები იმდენად დიდია, რომ შეუძლებელია მისი სრულად შეგროვება. კარგი მაგალითი იქნება დიდი ბრიტანეთი, სადაც ბინადრობის უფლების მისაღებად უნდა დააბანდოთ 1 მილიონი გირვანქა სტერლინგი, საიდანაც 250 000 უნდა დახარჯოთ უძრავი ქონების შესაძენად. ქვევით ჩვენ შევარჩიეთ ხუთი ქვეყანა სადაც შეგიძლიათ ბინადრობის უფლების შეძენა.



ლატვია

ლატვია ძალიან პოპულარულია მუდმივი ბინადრობის უფლების გაცემისადმი ლიბერალური მიდგომებით.

შენიშვნა. თუ თქვენ ფლობთ ლატვიაში უძრავ ქონებას – თქვენ არ გჭირდებათ წელიწადში 180 დღე იცხოვროთ აქ. შესაძლებელია იცხოვროთ ერთი თვე ან ცოტა მეტი – მუდმივი ბინადრობის უფლება კი მაინც თქვენია. სამაგიეროდ კი თქვენ თავისუფლად შეგიძიათ გადაადგილდეთ შენგენის ქვეყნებში. ზუსტად ეს იზიდავს ყველა უცხოელს, რომ დაეუფლონ ლატვიაში უძრავ ქონებას.

პროცედურები და ფასები. უძრავი ქონება რომლის შეძენასაც გეგმავთ არ უნდა ღირდეს 250 000 ევროზე ნაკლებს. ამ თანხით თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ კარგი ბინა რიგის ცენტრში.



საბერძნეთი

მძიმე ეკონომიკური სირთულეების მიუხედავად, საბერძნეთი მაინც რჩება ევროკავშირისა და შენგენის ზონის წევრად, შესაბამისად ის პოტენციურად საინტერესოა ყველასთვის, ვისაც სურს მიიღოს მუდმივი ბინადრობის უფლება ევროპაში.

პროცედურები და ფასები. როგორც ლატვიაში, განაცხადის საფასური 250 000 ევროა. იმ განსხვავებით, რომ რიგაში თუ იყიდით უბრალოდ ბინას ცენტრში, საბერძნეთში თქვენ იმავე ფასად იყიდით კარგ კოტეჯს რომელიმე ბერძნულ კუნძულზე.



ესპანეთი

კორიდის ქვეყანა, აქ კარგ ბინასთან ერთად საოცარ ამინდსაც მიიღებთ საჩუქრად წელიწადში 300 დღის განმავლობაში.

პროცედურები და ფასები. მუდმივი ბინადრობის უფლების მისაღებად ესპანეთში დაგჭირდებათ მინიმუმ 300 000 ევრო. ამ თანხით ბინის შეძენის შემდეგ, თქვენ უკვე გაქვთ მუდმივი ბინადრობის უფლებაც.



კვიპროსი

ტურისტებისთვის ძალიან პოპულარული მიმართულებაა და ისიც ინვესტორების მოლოდინშია. რაც უფრო მეტი თანხის ჩახვალთ მით უფრო მეტი დამხვდრი გეყოლებათ კუნძულზე.

პროცედურა და ფასები. ბინადროების უფლება 300 000 ევრო ღირს. კვიპროსზე უძრავი ქონება ნამდვილად უნდა ღირდეს არანაკლებ 300 000 ევრო, მაგრამ თქვენ ამ თანხაში მოქალაქეობას ვერ მიიღებთ. მოქალაქეობისთვის საჭიროა 2 მილიონი ევროს ღირებულების უძრავი ქონების შეძენა.



პორტუგალია

აქ თქვენ გელოდებათ დაუვიწყარი დასვენება, არომატული ღვინო და ადგილობრივი გასართობები. განსაკუთრებით სასიამოვნოა აქ უძრავი ქონების შეძენა: სითბო, გემრიელობები და… თქვენ ნამდვილად უბედნიერესი ადამიანი გახდებით.

ფასები და პროცედურები. უძრავი ქონების ფასი იწყება 500 000 ევროდან. ამ თანხით თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ბინა ავეჯით ატლანტის ოკეანის მახლობად. მუდმივი ბინადრობის უფლებას მიიღებთ მაშინვე, ხოლო მოქალაქეობის მისაღებად მოგიწევთ 5 წელი მოცდა. ამ პერიოდის განმავლობაში თქვენ მუდმივად მოგიწევთ ბინადრობის და უძრავი ქონების ფლობის უფლების გახანგრძლივება.


კომენტარები:

ფართი შოპი