ჩვენი სპორტსმენების წარჩინება არის მაგალითი, რომელიც მოსახლეობას აჩვენებს, რომ ამ კუთხით წარმატებაც შესაძლებელია და ჯანსაღი ცხოვრებაც, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა სპორტსმენებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, პორტი მნიშვნელოვანია არამხოლოდ საზღვარგარეთ ქვეყნის სახელის გატანისთვის, არამედუშუალოდ ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების პრინციპების დანერგვისთვის.
„პირველ რიგში, ჩემი ხედვა იყო, რამდენად მნიშვნელოვანია სპორტი ქვეყნის სახელის გატანისთვის და ასევე შიგნით მისი განვითარებისთვის. ჯანსაღი ცხოვრების პრინციპები ყველასთვის ხელმისაწვდომი რომ გახდეს, სპორტი აუცილებელია. თუ გვინდა, გავზარდოთ ჯანსაღიახალგაზრდობა და განვითარების ყველა საშუალება მივცეთ. ამას უნდა სახსრები, რომლის მოძიებაშიც ვიქნები ჩართული, მაგრამ ასევესაჭიროა მხარდაჭერა კერძო ბიზნესიდან. ვნახოთ, როგორ შეიძლება ამ თანხების მოზიდვა, მაგრამ არამხოლოდ თანხებია აქ მნიშვნელოვანი,არამედ ადამიანებმა უნდა შეიგნონ, რომ ეს მათი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ეს უნდა ვასწავლოთ ახალგაზრდებს დამაგალითად ვაჩვენოთ ჩვენი წარჩინებული სპორტსმენები, რომლებიც მთელს მსოფლიოში არიან ცნობილი. ისინი არიან წამყვანი ძალა,მაგალითი, რომელიც ჩვენს მოსახლეობის აჩვენებს, რომ ამ კუთხით შეიძლება წარმატებაც და ჯანსაღი ცხოვრებაც“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.