შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი

27 Nov 2018 18:22

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და ვაკე-საბურთალოს სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული გ.ხ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში, ცხელ კვალზე დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, დროებით საცხოვრებელ სახლში, ამავე მისამართზე მცხოვრებ ბინის მფლობელს - 1973 წელს დაბადებულ ს.ა.-ს, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.


პოლიციამ გ.ხ. შემთხვევის ადგილზე დააკავა. მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის მოტივის და სხვა ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად.


სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.


გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს.


კომენტარები:

ფართი შოპი