"რაც კოლექტიური გადაწყვეტილებით არ მიღებულა და არ გაცხადებულა ამ ტრიბუნიდან, ამ შტაბში, რჩება ერთი ადამიანის პირად მოსაზრებად" –ეს განცხადება გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც დაუმორჩილებლობის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას შეეხებოდა.
“თქვენ ჩემი სახელი და გვარი იცით?! მე, ჩემი მეუღლის და ჩემი ქალიშვილის და აი ამ ადამიანების თანაგუნდელი ვარ უპირველეს ყოვლისა და ის, რაც კოლექტიური გადაწყვეტილებით არ მიღებულა და არ გაცხადებულა ამ ტრიბუნიდან ამ შტაბში, რჩება ერთი ადამიანის პირად მოსაზრებად. მე რომ ვიზიარებდე ამ პოზიციას, ეს იქნებოდა ამ შტაბის და გაერთიანებული ოპოზიციის აზრი”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
შეხსენებისთვის:
„ხვალინდელი დღიდან, მიუხედავად იმისა, რა შედეგები დადგება და იმედია, რომ შედეგი მაინც იქნება, ჩვენ გადავდივართ მასობრივ დაუმორჩილებლობის მოძრაობაზე, მე მოვუწოდებ საქართველოს პოლიციას, დადგეს ხალხის მხარეს, მე მოვუწოდებ შეირაღებულ ძალებს, არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები, მე მოვუწოდებ სახელმწიფო აპარატის ჯანსაღ ნაწილს, გაემიჯნოს კრიმინალურ-მაფიოზურ ბანდას, რომელიც დაეპატრონა საქართველოს. ხვალინდელი დღიდან ჩვენ ვიწყებთ მასობრივ ქმედებებს საქართველოს მასშტაბით, სამოქალაქო მშვიდობიანი დაუმორჩილებლობის, ივანიშვილის მიუღებლობის და ივანიშვილის ხელისუფლების დასრულების საქართველოში,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.