"ოე, შარლატანებო, "რუსთავი 2 "ბევრად მეტი ღირს, ვიდრე თქვენ, თქვენი ხელისუფლება და პრეზიდენტი"- ნიკა გვარამია

29 Nov 2018 07:31

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს:


"არა, თან რომ ეგონათ, რომ ეგზიტპოლს გავაყალბებდი ან საერთოდ არ გამოვაცხადებდი?! 


იმენა დიაგნოზია ქოცობა. ამას რომ დაუშვებ და ანუ ამის გამკეთებელი ხარ, ხელისუფლებაში რაღას იზამ, ხომ წარმოგიდგენიათ?


ოე, შარლატანებო, რუსთავი 2ია ეს, თქვენი ჯიბის იმედი კი არა, რო აწერინებთ საოცარ ციფრებს ან საერთოდ რომ აღარ აცხადებინებთ ეგზიტპოლის შედეგებს. რუსთავი 2ია და ბევრად მეტი ღირს, ვიდრე თქვენ, თქვენი ხელისუფლება, თქვენი არჩევნები თავის პრეზიდენტიანად, ან ნებისმიერი პარტია და მისი ინტერესები. რუსთავი 2ია, რომლზეც დგას დღეს ქართული დემოკრატია (თუკი რამე დარჩა მისგან) და აზრთა პლურალიზმი საქართველოში. და თუკი რამეა დასავლური და მაღალი ხარისხის ამ ქვეყანაში, სწორედ ეგ რუსთავი 2ია."- წერს გვარამია.


კომენტარები:

ფართი შოპი