"მე ვარ იმ 900 ათასიდან ერთ–ერთი, ვინც ვერ იყიდეს და ვერ შეაშინეს!"- ირინა სარიშვილი

29 Nov 2018 08:26

პარტია "იმედის" ლიდერი, ირინა სარიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს:


"30 წელზე მეტია პოლიტიკაში ვარ.


კარგიც მიკეთებია და შეცდომებიც და შეცდომებზე უარესებიც დამიშვია. 


უკან რომ მოვიხედო რაღაცეების შემრცხვება და დღევანდელი გადმოსახედიდან სხვანაირად მოვიქცეოდი;


რაღაცეებით ვიამაყებ...


და ამ საამაყოებს შორის იქნება ერთი ის, რომ 2012–ში, მიუხედავად ჩემი უკიდურესი დაპირისპირებისა ნაცებთან, ამ ხროვისთვის ხმა არ მიმიცია;
მეორე – 2018 წლის 28 ნოემბერი – როცა მე ვარ იმ 900 ათასიდან ერთ–ერთი, ვინც ვერ იყიდეს და ვერ შეაშინეს!


პატარა ერისთვის ცუდიც ბევრი გვაქვს, მაგრამ დღეისათვის, ამ არნახული წნეხის პირობებში ამდენი ადამიანი, ვინც არ იყიდება და ვისაც ვერ შეაშინებ, ასევე ძალიან ბევრია! 


ჩვენ ბევრი ვართ და ხვალ კიდევ უფრო მეტი ვიქნებით! 


ყველაფერი ძალიან მალე იქნება კარგად! 


ტკბილი ძილი ყველას ვისაც დღეს საკუთარი თავის არ რცხვენია და სჯერა ხვალინდელი დღის!


ძალა ერთობაშია,"- წერს სარიშვილი.



კომენტარები:

ფართი შოპი