„თბილისის მიკროავტობუსი:" მიკროავტობუსების 80%-ს კონდიციონერი ჩართული აქვს!

04 Jul 2017 19:44

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ ინფორმაციით, დღევანდელი დღის მონიტორინგის შედეგების მიხედვით, დედაქალაქში მოძრავი მიკროავტობუსების 80% -ს ავტომობილებში კონდიციონერი ჩართული აქვს, - ამის შესახებ ნათქვამია „თბილისის მიკროავტობუსის“ მიერ გავრცელებულ განცხადებში.


როგორც კომპანიაში აცხადებენ, ის მძღოლები რომლებიც არ რთავენ სატრანსპორტო საშუალებაში გაგრილების სისტემას, კომპანიის მენეჯმენტის სანქციების ქვეშ მოჰყვებიან, ხოლო ის მძღოლები რომლებზეც არ შემოვა მონიტორინგის სამსახურში პრეტენზიები წახალისებულნი იქნებიან და წლის ყველაზე ცხელ დღეს გამართულად მუშაობის გამო თავისუფლდებიან ყოველდღიური გეგმური გადასახადისგან.
„ასევე უმორჩილესად ვთხოვთ მგზავრებს ნებისმიერი პრობლემური საკითხის შემთხვევაში დაგვიკავშირდნენ ცხელ ხაზზე - 032 2 200 340 ან სოციალური ქსელით "თბილისის მიკროავტობუსი", - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

ipn


კომენტარები:

ფართი შოპი