ნინო ჯღარკავა: მარშები, ფულზე დახამებულ ქართველებს ჩაუტარეთ!

04 Jul 2017 19:59

"ნვთობისა და გაზის კორპორაციის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ნინო ჯღარკავა, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის "პოსტს" აქვეყნებს:



"უცხოელებს კი არ უნდა ჩაუტაროთ მარშები, არამედ იმ ქართველებს, ვინც ფულზე დახამებულები სიამოვნებით აქირავებენ ობიექტებს მათზე! 


რამდენიმე დღის წინ ასეთ ფაქტს შევესწარი- ჩემს მეგობარს რესტორანი აქვს ახალ გარემონტებულ ვორონცოვზე, ერთად ვიყავით და მისი ტელეფონი არ გაჩერებულა, ურეკავდნენ და დიდძალ თანხას სთავაზობდნენ, რომ მიექირავებინა თურქებზე და ირანელებზე, ჯერ მშვიდად პასუხობდა - არ ვაქირავებ მათზეო, ბოლოს დაშანტაჟება დაუწყეს გიჩივლებთ, უარს რატომ გვეუბნებითო, გაბრაზდა ჩემი მეგობარი და ბოლოს უყვირა - არ გავაქირავებ უცხოელზე, ფართი ჩემია და მხოლოდ ქართველები შემეხმიანონოო!


აი ესაა სწორი მიდგომა და როცა ყველა ქართველი ასე მოიქცევა, თავისით გაიძურწებიან!"



კომენტარები:

ფართი შოპი