უდიდესმა ამერიკულმა კომპანიამ „SSA Marine“ - მ ანაკლიაში ინვესტიციის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო

30 Nov 2018 19:56

უდიდესი ამერიკული კომპანიის „SSA Marine“ -ს დირექტორთა საბჭომ ანაკლიის პორტის პროექტში ინვესტიციის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს ხელისუფლებასა და კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ეს ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლებას ოფიციალურად აცნობა.


„SSA Marine“ ანაკლიის პორტის აქციონერი და ოპერატორია. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა“ და „SSA Marine“ - ს შორის ორწლიანი წარმატებული თანამშრომლობის შედეგია ამერიკული კომპანიის ეს გადაწყვეტილება და კიდევ ერთხელ ამტკიცებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის როგორც რეგიონალურ, ასევე გლობალურ მნიშვნელობას.


„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ვიცე-პრეზიდენტის თედო ჯაფარიძის განცხადებით, ამერიკელი პარტნიორების გადაწყვეტილება პორტში ინვესტიციის გაზრდის შესახებ ძალიან დიდი, სტრატეგიული მნიშვნელობის ფაქტია, რაც ერთის მხრივ, ხაზს უსვამს შავი ზღვის აკვატორიის და იქ გამავალი სავაჭრო-ეკონომიკური ვექტორებისა და დერეფნების უზარმაზარ პერსპექტივას და მეორეს მხრივ, ადასტურებს საქართველოს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.


„ამდენად ეს სიახლე პოლიტიკურ კონტექსტშიც უნდა შევაფასოთ“- განაცხადა თედო ჯაფარიძემ და დასძინა, რომ „SSA Marine” -ის მიერ ანაკლიის პორტის დაფინანსების გაზრდა ძლიერი სიგნალია სხვა ინვესტორებისთვისაც და უშუალოდ პროექტის წარმატებით განხორციელების გარდა, ხელს შეუწყობს ჩვენი სახელმწიფოსა და საქართველოს მთავრობის საიმედოობისა და საერთაშორისო ავტორიტეტის განმტკიცებას.“

 

 


კომენტარები:

ფართი შოპი