გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა და საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა, საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მისალოცი წერილი გამოუგზავნა.
„დაძაბული საარჩევნო ბრძოლის შემდეგ საქართველომ დემოკრატიული არჩევანი გააკეთა. გულითადად გილოცავთ ამ საპასუხისმგებლოპოსტზე არჩევას.
გერმანია და საქართველო ისტორიულად მჭიდროდ და მეგობრულად არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი. ჩვენ აღფრთოვანებული ვართთვითმყოფადი ქართული კულტურითა და იმ მყარი ნებით, რომლითაც თქვენი ქვეყანა ევროპულ მომავალს აშენებს.
დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო თქვენი პრეზიდენტობის პერიოდში წარმატებით გააგრძელებს განვითარებას დემოკრატიული დასამართლებრივი სახელმწიფოებრიობის მიმართულებით.
ამ გზაზე გერმანია თქვენი სანდრო და კარგი პარტნიორი იქნება. გისურვებთ წარმატებებს თქვენ წინაშე არსებული ამოცანების შესრულებაშიდა მოხარული ვიქნები ახლო მომავალში ჩვენი შეხვედრით”,- ნათქვამია წერილში.

