ნიკოლოზ კაჭკაჭური: მიკროავტობუსების 60-70% ვერ გაუძლებს ამ ზაფხულს და გაჩერდებიან!

04 Jul 2017 20:15

დღეს, სინოპტიკოსების ცნობით, ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. ამის მიუხადავად, სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ რეგულაციების მიუხედავად, „მარშრუტკებში“ კონდიციონერებს არ რთავენ და მგზავრები გაუსაძლის პირობებში არიან.


 „ალიას“ „საქართველოს მძღოლთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნიკოლოზ კაჭკაჭური ამ პრობლემის მიზეზს უხსნის:

 -  ვის უნდა, რომელ მძღოლს, რომ სიცხეში და ხუთვაში იმუშაოს?! ყველა მძღოლს უნდა სიგრილეში იმგზავროს მთელი დღე და მგზავრებიც კმყოფილი ჰყავდეს, განა რამდენი უნდა დაეხარჯოს საამისოდ?! პრობლემა კომპრესორებშია, რომელიც ატრიალებს ფრეონს - ერთი კვირაა დაიწყეს ამ კომპრესორების შეკეთება. შემოტანილია თურქული კომპრესორები, რომლებიც გამოცვლიდან მესამე-მეოთხე დღეს ფუჭდება. საჭიროა გერმანული ნაწილები, მაგრამ ეს არავის არ შემოაქვს. დაცხა უკვე „მარშრუტკებში“ და აღარ მუშაობს ეს კომპრესორები. გაკეთებასაც აზრი არ აქვს - ეგრევე ფუჭდება.

დანამდვილებით შემიძლია გითხრათ - როგორც კი ჩართავენ კონდიციონერებს, მიკროავტობუსების ძრავები გამოვა მწყობრიდან. ვერ გაუძლებს ამ ზაფხულს ეს „მარშრუტკები“. კომპრესორის ძალა დააწვება, რაც მოსპობს ძრავებს. ამ ისედაც მომსპარ ძრავებს, სულ მოსპობს და გაჩერდება `მარშრუტკების~ უმეტესობა.

- ყვითელი მიკროავტობუსების რა ნაწილია ასეთ დღეში?

- ასეთ დღეაშია უმეტესობა და მოძრავი მიკროავტობუსების 60-70% ვერ გაუძლებს ამ ზაფხულს და გაჩერდებიან. მძღოლებს არ აქვთ შესაძლებლობა, რომ ეს ძრავები გამოცვალონ. ეს ყვითელი მიკროავტობუსები გარეგნულად არის ლამაზი, მაგრამ შიგნით რომ ხდება, ეს არის კატასტროფა. ამის მიუხედავად, მკაცრად სთხოვენ მძღოლებს, რომ მუდმივვად მოწესრიგებული იყოს ეს მიკროავტობუსები ვიზუალურად და თუკი რამე დაუზიანდებათ, მაშინვე, დაუყოვნებლივ შეაკეთონ. ზაფხული იქნება რთული მგზავრებისთვის. ზოგიერთმა მძღოლმა გამოსავალი გამონახა უკვე და ლუქები გააკეთეს, რომლებიც ეხდება და ჰაერი შემოდის მოძრაობისას. დიდი ალბათობით, ამ ლუქების იმედად მოგვიწევს მგზავრობა, ვინაიდან სხვა გამოსავალი არ არსებობს, პრაქტიკულად.

 

წყარო: გაზეთი "ალია"


კომენტარები:

ფართი შოპი