სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით საქართველოს უნიკალური საგანძური დაუბრუნდა

01 Dec 2018 18:22

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით საქართველოს უნიკალური საგანძური დაუბრუნდა. პარიზში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა ლია და მიხეილ ვოდეებმა საქართველოს ხელოვნების სასახლეს XIX საუკუნის დასასრულს შექმნილი თამარ მეფის უნიკალური პორტრეტი გადასცეს.


ხელოვნების ნიმუში პარიზში მცხოვრებ თამარ ბაგრატიონ მუხრანელს ეკუთვნოდა. თამარი მიხეილ ბაგრატიონ მუხრანელის ქალიშვილი დადიდი ქართველი მრეწველის აკაკი ხოშტარიას შვილიშვილი იყო.


უნიკალური საგანძურის სამშობლოსათვის გადაცემა მიხეილ და ლია ვოდეებმა რამდენიმე დღის წინ გადაწყვიტეს და ამისათვის სამშობლოში საგანგებოდ ჩამოვიდნენ. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ერთი წლის წინ და-ძმა ვოდეებმა საქართველოს გამოჩენილი მხატვრის სიმონიკადადიანის უნიკალური კოლექციაც უსახსოვრეს.


თამარის პორტრეტი შესრულებულია ზეთის საღებავებით და მის მარჯვენა ქვედა კუთხეში ავტორის ხელმოწერაც ჩანს, ინიციალების წაკითხვაპორტეტის სათანადო შესწავლის შემდეგ იქნება შესაძლებელი. უნიკალური ხელოვნების ნიმუში უახლოეს მომავალში ხელოვნების სასახლისმუდმივ ექსპოზიციაში დაიმკვიდრებს ადგილს.



კომენტარები:

ფართი შოპი