ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, სამგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე, ირაკლი ჯიქია, ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელი, ირაკლი თოფურია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სტიქიით დაზარალებულ აფხაზეთიდან დევნილ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
ძლიერი ქარის შედეგად, სენაკის, ხობის, ფოთის, აბაშისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში დაზიანდა საცხოვრებელი სახლებისა დაკორპუსების სახურავები. ასევე, დაზიანებულია რამდენიმე საბავშვო ბაღისა და სკოლის შენობებიც. მოგლეჯილმა ხეებმა სავალიგზები ჩახერგა და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, რის გამოც რეგიონის სოფლებისა და ქალაქების გარკვეულ უბნებსელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. შეგახსენებთ, რომ საგანგებო რეჟიმშიმუშაობს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია, მუნიციპალიტეტების მერები და მერიების ყველა შესაბამისისამსახური.
ასევე, ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საგანგებო სიტუაციების მართვისსააგენტოს მაშველთა ჯგუფები და „ენერგო-პრო-ჯორჯიას“ წარმომადგენლები. მუშაობის საგანგებო რეჟიმში მუშაობენ სასწრაფოსამედიცინო დახმარების ბრიგადებიც.