საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სტიქიისგან დაზიანებულ სკოლებს ოპერატიულად აღადგენს

02 Dec 2018 19:40

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული სკოლების მდგომარეობას ადგილზე ეცნობიან.


მდგომარეობის შესწავლის მიზნით, არქიტექტორთა და კონსტრუქტორთა შემადგენლობით, დასავლეთ საქართველოში სამინისტროს  საგანმანთლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს სპეციალისტთა ჯგუფი გაემგზავრა, რომლებიც სკოლების ვითარებას სწავლობენ და სამუშაოებს ადგილზე ასრულებენ.  


მათ მიერ უკვე შესწავლილია ზუგდიდის №7, №1, №5,  ზუგდიდის  სოფლების - ზედა ეწერის, ორსანტიის და  კახათის №1, წალენჯიხის №2 და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის №2 საჯარო სკოლები, სადაც სასწავლო პროცესი ხვალ ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.


სპეციალისტთა ჯგუფი დღეს  სამაგრელოსა და იმერეთის, კერძოდ  სამტრედიის №3, სამტრედიის სოფელ მელაურის, საჩხერის სოფელ შომახეთის,  ქუთაისის №6, ვანის სოფელ ზეინდარის, თერჯოლის სოფელ ქვედა სიმონეთის №1, აბაშის №1, მარტვილის სოფელ ბანძის და სენაკის სოფლების ნოსირის და ძველი სენაკის საჯარო სკოლებს დაათვალიერებს.


კომენტარები:

ფართი შოპი