"ყველა მადლობა რაც თქმულა შენ გეკუთვნის, ყველა ბოდიში შენთვის მომიხდია!"-ვატო შაქარაშვილის ემოციური წერილი მეუღლეს

03 Dec 2018 08:11

საკრებულოს დეპუტატი ვატო შაქარაშვილი, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს:


"შეუძლებელია იმ ემოციის სიტყვებით გადმოცემა, რასაც ყოველდღიურად ამ ვარსკვლავივით მოკაშკაშე გოგოსგან ვიღებ! 


დიდი სულის და სიყვარულის მქონე ადამიანია! 


ლამაზია და ალამაზებს ყველაფერს მის გარშემო! 


ძალიან საინტერესო და შინაარსიანი სამყარო აქვს! 


ცოტა სჭირდება სიხარულისთვის, მხოლოდ, რასაც გასცემს შესაბამისად უნდა უპასუხო! 


დღეს არც შეხვედრის ან ქორწინების იუბილეს ავღნიშნავთ, არც ყველაზე კარგი დღეა ჩვენს ცხოვრებაში და არც ყველაზე ცუდი, უბრალოდ ეხლა მომინდა მოყოლა, აქ ამ სივრცეში სადაც ბევრი ნაცნობია, ბევრი უცნობი, ბევრი კეთილისმსურველი და სადღაც ავი თვალებიც! 


ღმერთს ვთხოვ დაიფაროს ჩემი ოჯახი და ყველა ადამიანი ვისაც ასე უყვარს! 


ყველა მადლობა რაც თქმულა შენ გეკუთვნის, ყველა ბოდიში შენთვის მომიხდია! 


მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ!


ნია ❤ ".



კომენტარები:

ფართი შოპი