"დილით ნახეს საწოლში გაყინული, ვინც მას ჩაგრავდა, რა ნამუსით და გულით შეძლებთ ცხოვრებას?!"

03 Dec 2018 17:27

ქუჩის მუსიკოსი სამირ სავჩუკი (ზაზა) გარდაიცვალა. ამის შესახებ შოთო სიხარულიძე წერს. 


"ყველასთვის კარგად ნაცნობი ქუჩის მუსიკოსი, გარდაიცვალა. თბილისის მეტროსადგურებში და მიწისქვეშა გადასასვლელებში, ხშირად შეამჩნევდით ახალგაზრდა, გამორჩეული გარეგნობის მამაკაცს, სწორი შავი თმებითა და ჭრელი თვალებით, რომელიც გიტარაზე უკრავდა და გამვლელებისთვის მღეროდა. ბოლო 15 წლის განმავლობაში, სამირ სავჩუკი ქუჩაში დაკვრით ირჩენდა თავს.


გზა მშვიდობისა სამირ ... მანდ მშვიდად იქნები - არც ზამთარი შეგაწუხებს, არც სიცივე, არც ხალხი ..."



"უკანასკნელი ლაივი ემიგრანტებისთვის მიძღვნილი სიმღერა..... დღეს დილით ნახეს საწოლში გაყინული....



შეგახსენებთ უსინათლო მარი სულ ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა ისიც ვაგზალზე მღეროდა და ისიც შოთო სიხარულიძის ემიგრანტების არხის ექსკლუზივი იყო.... იხილეთ ლაივი https://www.facebook.com/100010818515954/videos/618201621883783/?hc_ref=ARQ4cHVnAjzEVPtaCFwlx2SafWwQA2Y3i-E1rrOVUTaq6GQR2lG6sF_zYVLvbOkK-3c


ის მღეროდა სიყვარულზე, და ყველას მოუწოდებდა სიყვარულისკენ, ვერ იტანდა უსამართლობას! ნათელში იყოს მისი სული, გამიკვირდა ეს დღეები არ ჩანდა, მივხდი რომ მას რაღაც მოუვიდა, ძალიან ბევრი რამ მახსოვს და შემიძლია ვთქვა მასზე... ვინც მას ჩაგრავდა, რა ნამუსით და გულით შეძლებთ ცხოვრებას! თქვენი მიყენებული ტკივილი მას მიწაში ჩაყვა!" - წერენ გარდაცვლილის ახლობლები.


სამირ სავჩუკს ძალიან ტრაგიკული ისტორია ჰქონდა. 4 წლის ასაკში დედამ მიატოვა - კიევის ერთ-ერთ შენობაში, მერვე სართულზე დატოვა და წავიდა. პატარა ბიჭი ბავშვთა სახლში აღმოჩნდა, საიდანაც საქართველოში წამოიყვანეს ჭიათურაში მცხოვრებმა ცოლ-ქმარმა. მისი დედობილი რუსი, მამობილი კი უკრაინელი იყო. თუმცა, არც მათთან ჰქონია ბედნიერი ცხოვრება ბიჭს - როგორც თავად ყვებოდა გია ჯაჯანიძის "სხვა რაკურსში", ის მათთვის არა შვილი, არამედ მონა იყო.


15 წლის ასაკში სამირი თბილისში გადავიდა დედობილთან ერთად საცხოვრებლად, მამობილმა კი ოჯახი მიატოვა. მოგვიანებით ის მარტო გადავიდა საცხოვრებლად და ქირით თბილისის სხვადასხვა უბანში ცხოვრობდა. რამდენიმე წლის წინ, სამირი ერთ-ერთ მეტროსადგურში გამვლელებმა სასტიკად სცემეს. მძიმე დაზიანებების შედეგად, ქუჩის მუსიკოსს სუნთქვის პრობლემა შეექმნა."


კომენტარები:

ფართი შოპი